საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
„პრინციპში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - თქვა მაკრონმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტესთან სატელეფონო საუბარი შემდეგ, კითხვის საპასუხოდ შესაძლებელია თუ არა უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება.
ამავდროულად საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ნებისმიერმა გადადგმულმა ნაბიჯმა ესკალაცია არ უნდა გამოიწვიოს“.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების (Leclerc) მიწოდებას არ გამორიცხავდა.