კიევის თხოვნის შემთხვევაში, ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავს

ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტი უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხს განიხილავს, თუ ამას კიევის მთავრობა მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინული მედია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს.

მინისტრის განმარტებით, ნიდერლანდები აგზავნის მხოლოდ იმ დახმარებას, რომელსაც უკრაინა ითხოვს.

დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მომავალ თვეებში დიდ შეტევას განახორციელებს. კიევს ამჟამად ძირითადად მძიმე იარაღი სჭირდება. ქვეყანა დიდი ხანია,  თანამედროვე საბრძოლო ტანკებს ითხოვს. პოლონეთს და ფინეთს გერმანული Leopard 2 ტიპის ტანკების გაგზავნა სურთ, მაგრამ ნებართვა გერმანიიდან სჭირდებათ.

გერმანიის მთავრობის სპიკერმა 19 იანვარს განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლი,ა უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები ბერლინის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს.

Sky News-ის ცნობით, ზელენსკიმ თავისი გამოსვლა, F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდების თხოვნით დაასრულა. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რამშტაინის ფორმატში მერვე შეხვედრა გაიმართა.