ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ცდილობს, რუსეთის სრულფასოვანი მხარდაჭერისგან დისტანცირება მოახდინოს, რადგან მას არ სურს ომში დამარცხებული მხარის პოზიცია დაიკავოს. ამის შესახებ Washington Post-ის სტატიაშია ნათქვამი.
სტატიის თანახმად, ჩინეთი სიამოვნებით აწარმოებდა რუსეთთან ვაჭრობას ხელსაყრელი პირობებით, ხოლო რუსეთის ფედერაცია თანდათან კარგავს წვდომას დასავლეთის ბაზრებზე. ამავდროულად, პეკინი იქცა კრემლის იმპორტის უდიდეს წყაროდ, განსაკუთრებით ნახევარგამტარებისთვის, რომლებიც რუსეთს სჭირდება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის.
„პეკინს შეუძლია, იგივე როლი შეასრულოს რუსეთისთვის, რასაც შეერთებული შტატები თამაშობს უკრაინისთვის. თუ ეს მოხდებოდა, რუსეთის გამარჯვების შანსები ექსპონენტურად გაიზრდებოდა“, - ნათქვამია სტატიაში.