შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელების თანადებობიდან გადადგომა როტაციის პრინციპიდან გამომდინარე მოხდა და რაიმე კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა.
გომელაურის განმარტებით, სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი, როგორც წესი, 3 წელში ერთხელ იცვლება.
“გამუქებულია ეს თემა, რომ ცვლილებები იგეგმება. არანაირი ცვლილება დაგეგმილი არ არის. სამხარეოს ხელმძღვანელებიდან ორი გადაადგილდა სხვადასხვა რაიონში. ორი საფეხურით აიწია ან დაიწია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხარეო ხელმძღვანელ პირებზე არის წესი, რომ სამ წელიწადში უნდა შეიცვალოს, თუ გამონაკლისი და სპეციფიური რაიონი არაა, რომ 4 ან 5 წელი დავტოვოთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კახეთის და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსებმა თანამდებობა დატოვეს.