ხატია დეკანოიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

ხატია დეკანოიძე ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.