შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის საკადრო დაპირისპირება არასდროს მომხდარა.
შს მინისტრმა აღნიშნული განცხადებით, მისი პირველი მოადგილის კახაბერ საბანაძესთან დაკავშირებული საკადრო ცვლილების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ სამინისტროში საბანაძე მისი კადრი იყო და არა გიორგი გახარიასი.
„ჩემი კადრები და იმის კადრები - ასეთი რაღაც არ არსებობს, 8 წელი აქ ვარ, გარედან მოსული კადრი არავინაა. ყველა არის ძველი კადრი, რომელიც ჩემს დროს მუშაობდა. კახა საბანაძე ჩემი კადრი უფროა, ვიდრე გახარიასი. ჩემთან მუშაობდა 5 წელი და გახარია როდესაც დაინიშნა ძალოვანში, მთხოვა და მასთან ემუშავა და მეც დავთანხდი. კოტე ანანიაშვილი მუშაობს ჯერჯერობით. ისიც ჩემთან მუშაობდა მინისტრი რომ ვიყავი და ჩემი კადრი არ არის და გახარიასია? მეორეც, მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, მეგობრები, არანაირი დაპირისპირება არ არის. წლებია ოჯახებით ვმეგობრობთ. “,- განაცხადა ვახტანგ გომელურმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.