ბერძენი დიპლომატი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელია

ევროკავშირის საბჭომ ბერძენი დიპლომატი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელად დანიშნა. მომავალი ელჩი ამჟამად საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობს.

კარაბალის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შტაბ-ბინა თბილისშია, სამი საველე ოფისი კი გორში, მცხეთასა და ზუგდიდში მდებარეობს.

ბერძენი დიპლომატი მარეკ შჩიგელს ჩაანაცვლებს.