შს მინისტრი: ძებნილი ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაოტოვებია და ისევ საქართველოში იმყოფება.

ამის შესახებ შს მინისტრა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

,,ჩვენ ვმუშაობთ და თუ ვინმეს ყველაზე მეტად უნდა, ბადრი ესებუას დაკავება, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროა. ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე, სამწუხაროდ, ღიად ვერ ვისაუბრებ. “, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული პირი ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მოგვიანებით შსს-მ ეჭვმიტანილად ბადრი ესებუა დაასახელა და მასზე ძებნა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუა ძმა, ბიძინა ესებუა დაკავეს.