„ჩემ მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული“, - ამის შესახებ ესპრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სასამართლო სხდომაზე განაცხადა. სააკაშვილი თავის სასამართლო სხდომაზე დისტანციურად, მეორედ ჩაერთო.
„ჩემ მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული. მე მინდა, მოგმართოთ თქვენ - ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის... მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას... დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მან კომენტარები უკრაინულ და ქართულ ენაზე გააკეთა.