ფრანგული გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამართალდამცველებმა ქართველი კაცის ცხედარი "ლუარა-ატლანტიკის" მანქანების ნაგავსაყრელზე ნახეს.
მედიის ცნობით, მამაკაცი 2022 წლის აპრილში გაუჩინარდა.
ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გამომძიებლებმა 19-დან 22 წლამდე ასაკის 6 ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც ცნობილია, სამი ფრანგი ეროვნებისაა, ერთი გერმანელი, ერთი რუსი და ერთიც ქართველი.
სავარაუდო დამნაშავეებმა პოლიციაში დანაშაული აღიარეს.