„ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ვინ მონათლა მოღალატეებად?! ვინმე გამოვიდა ოფიციალურად და გამოაცხადა, რომ ესენი მოღალატეები არიან?! გვარს და სახელს ვერ ასახელებთ“, - ეს განცხადება შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„პოლიტიკურ პატიმრებს, რა თქმა უნდა, მე არ დავარქმევდი მათ. ყველა ადამიანი თანასწორია და თუ დააშავებს, პასუხი უნდა აგოს, ეს იქნება მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, რიგითი თანამშრომელი თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროკურატურამ ჩათვალა საჭიროდ, რომ პატიმრობით შესულიყვნენ და ეს ადამიანები დააკავეს. მათ მტკიცებულებები ჰქონდათ და საფუძვლები ჰქონდათ, რატომაც შევიდნენ, დაუკმაყოფილა სასამართლომ. ახლა გადაწყვიტეს, რომ გირაოთი შესულიყვნენ და გამოუშვეს. პროკურატურას რომ კითხოთ, ის გეტყვით უფრო კარგად, რატომ. აღარ იყო მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და ჩათვალა ალბათ, პროკურატურა იძიებს, მე არ ვიძიებ. ეს ადამიანები ვინ მონათლა მოღალატეებად, ვინმე გამოვიდა ოფიციალურად და გამოაცხადა, რომ ესენი მოღალატეები არიან?! გვარს და სახელს ვერ ასახელებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ დღეს გათავისუფლდნენ.