ბიშკეკის სასამართლოს განმარტებით, ყოფილ პრემიერს კორუფციასა და უკანონო გამდიდრებაში ედება ბრალი.
ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თანახმად, პრემიერ-მინისტრობისას, ქვეყნისა და მოქალაქეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ, აბილგაზიევმა დაუსაბუთებლად და კანონის დარღვევით მოაწერა ხელი მთავრობის განკარგულებას, რომლის თანახმად, ქვეყნის უდიდეს ოქროს მომპოვებელ საწარმო "კუმტორს" ოქროს საძიებო და მოპოვებითი სამუშაოებისთვის დამატებით გადაეცა ტერიტორიები.
მუჰამედკალი აბილგაზიევი ყირგიზეთის მთავრობას 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა 2020 წლის ივნისში დატოვა.