რუსული რაკეტა სლოვიანსკში კერძო საწარმოს მოხვდა - მედია

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში, სლოვიანსკის რაიონი კვლავ დაბომბეს. უკრაინული მედია წერს, რომ „მტრის რაკეტა კერძო საწარმოს მოხვდა“. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაზიანებულია ავერჯის მწარმოებელი დაწესებულების მიმდებარე მაღაზიები და დაცვის თანამშრომლის მანქანა. 

სლოვიანსკის სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ლიახმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო S-300 ტიპის რაკეტა.