თურქეთის ქალაქ სარიკამიშში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს ჰულუსი აკარს, ზაქირ ჰასანოვსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი ამ ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის მიწვევით თურქეთში ვიზიტით ჩავიდა.