Novavax-ის ახალმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში 89,3 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა

Novavax-ის ახალმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ფართომასშტაბიან ცდებში 89,3 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. იტყობინება BBC. ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც.

ცდების მესამე ფაზაში 18-24 წლის ასაკის 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომხდარს კარგი ამბავი უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და აღნიშნა, რომ ახლა პრეპარატი ქვეყნის სამედიცინო მარეგულირებელმა უნდა შეაფასოს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ახალი ვაქცინის 60 მილიონი დოზა წინასწარ შეუკვეთა. ბრიტანეთის მარეგულირებლის მიერ პრეპარატის დამტკიცების შემთხვევაში, პირველ დოზებს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მიიღებენ.