ანტონიო გუტერეშმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.
„ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გავიკეთე. უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია. არავინაა დაცული პანდემიისგან, ვიდრე ყველა დაცული არ ვიქნებით“, - წერს გაეროს გენერალური მდივანი Twitter-ზე.