NDI-ის თანახმად, საქართველოში ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად, ეკონომიკური მიზეზების გამო გრძნობს. კითხვაზე რა არის ის სამი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში თავს დაუცველად გრძნობთ, გამოკითხულთა 34%-დან (ვინც განაცხადა რომ ქვეყანაში თავს დაუცველად გრძნობს) ოთხი მიზეზი დაასახელა.
გამოკითხულთა 39%, საქართველოში თავს დაუცველად სიღარიბის გამო გრძნობს. 35% ამის მიზეზად ინფლაციას ასახელებს, 34% უმუშევრობას და სამუშაო ადგილების ნაკლებობას, ხოლო 33% - კრიმინალს.
მათგან ვინც თავს დაუცველად გრძნობს, 55+ ასაკის მოქალაქეები ამის მიზეზად - სიღარიბეს, ხოლო ახალგაზრდების უმეტესობა კრიმინალს ასახელებს. მათგან ვინც თავს დაუცველად გრძნობს, უმცირესობათა დასახლებებში ამის მიზეზად სამუშაო ადგილების ნაკლებობას ასახელებენ.
NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.