NDI-ის თანახმად, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია. ურბანული დასახლებების მცხოვრებთა უმრავლესობა დასაქმებულია. ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია. უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით.
ვეძებ სამსახურს მაგრამ ვერ ვიპოვე, ამბობს გამოკითხულთა 49%, შესაფერისი ანაზღაურებით სამსახურს გამოკითხულთა 20% ვერ პოულობს, 16% სამსახურს არ ეძებს,
NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.
ასევე წაკითხეთ: