სერბეთი სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი არმიის გაძლიერებას რუსეთის ფედერაციისა და სხვა ქვეყნების ჩარევის გარეშე.
ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
„დღეს სერბეთის არმია 15-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ადრე. სხვა საქმეა შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება ისე, რომ არავინ მოახდინოს ჩვენზე ზეგავლენა აღმოსავლეთიდან და რუსეთიდან.
პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ სერბეთში და არასოდეს იქნება მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა პარლამენტის საგანგებო სესიაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ადრე ვუჩიჩმა უკვე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ვინაიდან სერბეთს „ჰყავს არმია, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქვეყნის მოსახლეობა“.