კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, სავარაუდოდ, გარეული ცხოველი 72 წლის ავთანდილ ბეინიშვილს თავს დაესხა.
ერთი ვერსიით კაცს სავარაუდოდ მგლის ხროვა დაესხა თავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს მტაცებლის მხრიდან სოფელზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და მგლებს სხვა დროს, შინაური ცხოველებიც შეუჭამიათ.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
შსს-მ გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.