Reuters-ის ცნობით, თურქეთმა დასავლეთის ცხრა ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატებისა და შვედეთის ელჩები დაიბარა, რათა გაეკრიტიკებინა მათი გადაწყვეტილებები, დროებით დახურონ დიპლომატიური მისიები და გამოსცენ უსაფრთხოების გაფრთხილებები. ეს ფაქტი ევროპაში ყურანის დაწვის ინციდენტებს მოჰყვა. ევროპულმა ქვეყნებმა დაგმეს ხსენებული ინციდენტები, მაგრამ ზოგიერთი ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლების გამოხატვის წესების გამო, მათი აღკვეთა არ შეუძლიათ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროების ცნობით, ანკარაში ასევე გამოიძახეს ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, შვეიცარიისა და ბრიტანეთის ელჩები.
გასულ კვირას, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და შეერთებული შტატები იყვნენ მათ შორის, რომლებმაც თავისი მოქალაქეები თურქეთში თავდასხმების გაზრდილი რისკის შესახებ გააფრთხილეს.
გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებმაც ამ კვირაში უსაფრთხოების მიზეზების გამო დროებით დახურეს დიპლომატიური მისიები თურქეთში.
„ასეთი აქტივობები მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციების ფარულ დღის წესრიგს ემსახურება“, - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ Reuters-ს.
აშშ-ის საელჩომ დაადასტურა, რომ მისი ელჩი, ჯეფრი ფლეიკი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო.