თეგი: დასავლეთი

მევლუთ ჩავუშოღლუ: დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში პანიკა არ უნდა გამოიწვიონ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პანიკა უკრაინაში არსებული ვითარების გამო. მევლუთ ჩავუშოღლუს ეს კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში „ნებისმიერ დროს“ შეიძლება მოხდეს. „ასეთი შეჭრა არ იქნება სწორი, მაგრამ დასავლური სახელმწიფოები ასევე ფრთხილი უნდა იყვნენ თავიანთ განცხადებებში, რომლებმაც შეიძლება პანიკის დათესვა გამოიწვიოს“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა. მისივე თქმით, ოფიციალურმა ანკარამ როგორც რუსული, ასევე ბელორუსის წყაროებიდან მიიღო ცნობები, რომ უკრაინაში შეჭრა არ მოხდება. „ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება დაძაბულობის შემცირებაზე“, - აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.

სალომე ზურაბიშვილი: 2008 წელს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა შესაძლებლობას, ამიტომ ვდგავართ დღეს ამ გამოწვევის წინაშე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სანქციები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთს დაეკისრა უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ბაზირებული საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. „დღეს რაც ხდება სანქციების კუთხით, მე არ განვსხვავდები იმ სულისკვეთებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს, განსაკუთრებით, ევროპის მასშტაბით, ასევე, ამერიკელი პარტნიორების სანქციების კუთხითაც. როდესაც დემოკრატიული ქვეყანაა და არ პასუხობ აგრესიას, ალბათ, ეს შეიძლება ვიღაცამ, აღიქვას დემოკრატიის სისუსტედ, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია. როდესაც დიდია სხვაობა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, დემოკრატიას აშინებს ადამიანთა, მოქალაქეების სიცოცხლე. სწორედ ეს იქცევა სისუსტის საგნად. მიმაჩნია, რომ სანქციები, რომელიც დაწესდა, უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული, მაგრამ ეს არის სიგნალი, რაც მომავალში მოხდება. ეს სანქციები ბუნებრივია, ცოტა განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული, რაც აქამდე გვინახავს. თუ რაიმე უნდა ვისწავლოთ ამ წარსულიდან - 2008 წლის საქართველოში შემოსვლის და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე, ის გახლავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც იმ ეტაპზე გააჩნდათ. ამის ფასი რუსეთს სრულად არ ჰქონდა გადახდილი, ვერ მოხდა მისი შეკავება. სწორედ ამიტომ ვდგავართ დღეს ასეთი გამოწვევის წინაშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს? პრეზიდენტმა უპასუხა: მე არ ვიცი, რა იქნება სანქციების ხასიათი და რას გადაწყვეტს მთავრობა, მაგრამ ჩვენ სოლიდარობა უნდა გავიზიაროთ. სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც თავის წილს უკვე დებს ამაში, რადგან ორი რეგიონია ოკუპირებული. ჩვენი რეაგირება ამ სიტუაციაზე ხდება, ჩვენი მოქალაქეების თავს გადადის ეს ყველაფერი საზღვრისპირა რეგიონებში. ჩვენ ეს უნდა დავაბალანსოთ. ჩვენ უნდა ვიკისროთ სრულად პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამიტომ ეს საკითხები პარტნიორებთან არის გასავლელი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლურ სამყაროს 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრაზე „არასაკმარისი რეაგირების“ გამო აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტმა დასავლური სამყარო მკაცრად გააკრიტიკა 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე არასაკმარისი პასუხის გამო და განაცხადა, რომ უფრო ძლიერ პასუხს შესაძლოა, დღევანდელი ომი თავიდან აეცილებინა. ერდოღანმა აქვე აღნიშნა, რომ ყირიმის ოკუპაციაზე გაჩუმებულები ახლა რაღაცას ამბობენ. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო გართულდა დევნილთა ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემები. ერდოღანი მიიჩნევს, რომ გლობალური უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, რაც შეიძლება მალე, სიმშვიდე და საღი აზრი გაიმარჯვებს. ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმებისკენ თავისი მოწოდება ისევ გაიმეორა.  „განა სამართლიანობა მსოფლიოს ერთ ნაწილში მოქმედებს და მეორე ნაწილში უმოქმედოა? ეს რა მსოფლიოა? სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გამოავლინა სათანადო მიდგომა და არ გამოხატა აუცილებელი მხარდაჭერა ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. „უკრაინა მარტო დარჩა თავის სამართლიან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ვეჯახებით პრობლემის დამანგრეველ და მტკივნეულ შედეგებს, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია დიპლომატიური გზით, თუკი დროულად გამოვავლენთ ძლიერ ნებას. როდესაც ვხედავთ, როგორ ტოვებენ მშვიდობიანი მცხოვრებლები სახლებს, როდესაც ბავშვები შეშინებულები არიან, ქალაქები ნანგრევებშია, უდანაშაულოები იღუპებიან, ჩვენი მწუხარება იზრდება გეომეტრიული პროგრესით“ , - დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა.  

დასავლეთი რუსეთის „გაყინულ“ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს უკრაინას გადასცემს

ეკონომიკის სამინისტრო, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად, მექანიზმს ეძებს, რომ 415 მილიარდი დოლარის ღირებულების, რუსეთის ცენტრალური ბანკის დაკავებული ოქროსა და სავალუტო რეზერვები, რუსული აგრესიისგან ზარალის კომპენსაციის მიზნით უკრაინაში გადაიტანოს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დენის კუდინმა სატელევიზიო გადაცემისას განაცხადა. „დასავლეთის მთავრობებმა უკვე დააკავეს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ოქროს და სავალუტო რეზერვები - 415 მილიარდი დოლარი, ეს თანხა თითქმის საკმარისია ამ პირდაპირი ერთჯერადი ზარალის დასაფარად. „ველით, რომ უახლოეს მომავალში, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად, ვიპოვით იურიდიულ მექანიზმს, თუ როგორ შეუძლია ,უკრაინას მიიღოს ეს თანხა აღდგენისა და კომპენსაციისთვის“, - განაცხადა კუდინმა.

G7-ის სამიტი: ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საბოლო მიზანია, მისი მთელი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა უზრუნველყოს

G7-ის სამიტის შემდეგ ლიდერებმა განცხადება გაავრცელეს. თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება და G7-ის ლიდერებმა დაარწმუნეს პრეზიდენტი ზელენსკი, რომ დაეხმარებიან უკრაინას თავისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფაში.   G7-ის ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჯო ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს „პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინის მტკიცე გადაწყვეტილებას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მან განაცხადა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანია, უზრუნველყოს რუსეთის სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის სრული გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და უზრუნველყოს მისი შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი თავი მომავალში. მან მადლობა გადაუხადა G7 წევრებს მხარდაჭერისთვის. უკრაინა მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს G7-ის წევრებთან, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მასიური განადგურების და უკრაინული ექსპორტისთვის გადაზიდვის ტრადიციული მარშრუტების შეფერხების შემდეგ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა თავისი ქვეყნის ერთგულება, დაიცვას ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები, მათ შორის ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. დღეს ჩვენ, G7-მა, დავარწმუნეთ პრეზიდენტი ზელენსკი, რომ დავეხმარებით უკრაინას თავისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა ახლა და შეაჩეროს მომავალი აგრესიის აქტები. ამ მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალების სამხედრო და თავდაცვით დახმარებას, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ქსელების დაცვაში კიბერ ინციდენტებისაგან და გავაფართოებთ თანამშრომლობას, მათ შორის ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შეუერთდნენ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისა და ლტოლვილების მიმართ და დაეხმარონ უკრაინას აღდგენაში. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინს და ამ აგრესიის არქიტექტორებსა და თანამზრახველებს, მათ შორის ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ ქმედებებზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ამ მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან მოთხოვნილი სამხედრო დახმარების 10% მიიღო - თავდაცვის მინისტრის მოადგილე

„რაც არ უნდა ვიმუშაოთ, როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყოს ჩვენი არმია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარების გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს ამ ომის მოგებას“, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთმა უნდა დააჩქაროს იარაღის მიწოდების გრაფიკი. აშშ უკრაინას რუსეთის წინსვლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საჭირო აღჭურვილობას მიაწვდის „ასეთი მიწოდებისთვის უნდა არსებობდეს „მკაფიო ვადა“, რადგან ყოველი შეფერხება უკრაინას ძვირად უჯდება და მეტი ტერიტორიაა რუსეთის ხელში ჩავარდნის საფრთხის ქვეშ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მკაფიო ვადები, ყოველდღე არის შეფერხება, ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინელი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეზე”, - განაცხად მალიარმა. უკრაინამ დასავლეთს მძიმე იარაღის უფრო სწრაფად მიწოდების თხოვნით მიმართა, რათა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის ძალების თავდასხმას შეეწინააღმდეგოს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა წარმატებით აჩერებს რუსეთის თავდასხმებს დონეცკის პროვინციაში, მოსკოვის სახმელეთო ძალების მზარდი ძალა კიევისთვის სულ უფრო მეტ სირთულს ქმნის. უკრაინის პრობლემებს ისიც ამძაფრებს, რომ საბრძოლო მასალის რაოდენობა ძალიან ცოტაა. კიევის მთავრობის ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, რუსეთი დღეში 50 000-მდე საარტილერიო ჭურვს ისვრის. დასავლეთმა უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდა, მათ შორის არის მრავალჯერადი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები, რომელთა გამოსაყენებლად უკრაინულ ძალებს მომზადება რამდენიმე კვირის განმავლობაში დასჭირდებათ. დასავლეთი უკრაინისთვის მარაგების მიწოდებას განაგრძობს.  რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს რუსეთთან დიალოგის საკითხი, ნებისმიერი ზეწოლა მიუღებელია - პოლონეთის საგარეო უწყება

უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს რუსეთთან დიალოგის ფორმულა და ნებისმიერი ზეწოლა ამ მიმართულებით მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარკინ პრჟიდაჩმა პოლონურ მედიასთან განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოზე თავდასხმის შემდეგ (ასევე, უკრაინაში 2014 წლის მოვლენები) მოსკოვთან დიალოგს არ მოჰყოლია სტაბილიზაცია და მშვიდობა. დიპლომატის თქმით, პირიქით, ასეთმა პოლიტიკამ პუტინს დრო მისცა მორიგი სამხედრო ოპერაციებისთვის მოსამზადებლად და ამას დასავლური პოლიტიკის სისუსტედ აღიქვამდა. „პოლონური მხარე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უკრაინაზე ზეწოლას ნაჩქარევი დიალოგისთვის [რუსეთთან]“, - ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა. მან აღნიშნა, რომ პუტინმა დაარღვია გერმანიისა და საფრანგეთის მიერ გარანტირებული მინსკის შეთანხმებები. „აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, საიდან მოდის რწმენა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება და დიალოგი შეიძლება, კვლავ აღიქმებოდეს პუტინის მიერ ვალდებულებად“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 16 ივნისს უკრაინაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ. მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას „რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევს“. „რუსეთს თუ ამ ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია, ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე -  თუ რუსეთის ფედერაცია მზადაა, ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ", – განაცხადა თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უილიამ კორტნი: დასავლეთი ახლა უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს

ექსკლუზივი საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 14 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების კვლავ გაანალიზება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე გვიწევს. ამერიკელ დიპლომატები და ყოფილ ოფიცილურ პირები, რომლებსაც Europetime ესაუბრა, თვლიან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მნიშვნელობა და კრემლის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიულობისკენ გადახრა, დასავლეთისთვის უფრო ცხადი გახდა მაშინ, როდესაც 6 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლი უკვე უკრაინაში შეიჭრა. პოლ გობლი: ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა აღიქვას საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა ამჟამად კი, ისევ ამ ქვეყანაში აწარმოებს ომს - ამან Europetime-ის რესპონდენტებს ახალი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა მისცა. მაგალითად, მიიჩნევენ, რომ დასავლეთი ახლა უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. აქვე ყურადღებას ამახვილებენ ერთ დეტალზე - მოსკოვის ინტერვენციები ადასტურებს ერთ რამეს  -  კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეთიუ ბრაიზა: მსოფლიომ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ გაიღვიძა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის შეფასებით, დასავლეთმა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის მნიშვნელობა 2014 წელს უფრო მკაფიოდ იგრძნო, როდესაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა. ახლა კი, უილიამ კორტნის განცხადებით, უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულმა მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა კიდევ ერთი ცვლილება - დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. „2014 წელს უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, უფრო ნათელი გახდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის ინტერვენციას. ადრე დასავლეთი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რამდენად განსაკუთრებულ ფაქტთან ჰქონდა საქმე 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმის სახით. ეს ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით მასხრად იგდებდა კრემლს და პირადად, პრეზიდენტ პუტინს. უკვე 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშის შემდეგ, დასავლეთმა საქართველოში შეჭრა აღიქვა, როგორც რუსეთის უწყვეტი ნაბიჯი სტაბილური ევოლუციის, უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და უფრო რეპრესიული შიდა პოლიტიკის მიმართულებით.  ერთად რომ ავიღოთ ეს ორივე ინტერვენცია, ასეთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეორე მხრივ, დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა.  ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

მედია: თურქეთი რუსეთსა და დასავლეთის 4 ქვეყანას შორის მოლაპარაკებებში შუამავლობას ცდილობს

თურქული პროსახელისუფლებო გაზეთის Milliyet-ის ცნობით, სტამბოლმა აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიას და დიდ ბრიტანეთს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა სთხოვა. გაზეთის ინფორმაციით, ვაშინგტონის „გავლენიანი აქტორები" უკვე დადებითად გამოეხმაურნენ გეგმას. ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. 

New York Times-ი: უკრაინამ სამხრეთში საარტილერიო უპირატესობა მოიპოვა

გამოცემა New York Times-ის ცნობით, უკრაინა სამხრეთში, ფრონტის ხაზზე საარტილერიო უპირატესობას დასავლური იარაღის საშუალებით აღწევს. მისივე თანახმად, მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტებით და საარტილერიო ჭურვებით, უკრაინამ თავისი სამხედრო არსენალის დიაპაზონი და სიზუსტე გააძლიერა. ეს არის იარაღის კლასი, რომელიც დიდწილად აკლია რუსეთის არსენალს. New York Times-ის ცნობით, უკრაინის მზარდმა უპირატესობამ არტილერიაში, კიევს სამხრეთში, სტრატეგიულ საპორტო ქალაქ ხერსონისკენ პროგრესის საშუალება მისცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის დაშლის სცენარისთვის - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

დასავლეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთის მაქსიმალურად დასუსტებაზე უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა განაცხადა. „რუსეთში მმართველი რეჟიმისთვის ომი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ, გადარჩენის საკითხია, ამიტომ დემოკრატიულ სამყაროს არ უნდა ეშინოდეს რუსეთის ფედერაციის დაშლის, არამედ შეიარაღდეს მოთმინებითა და გამძლეობით“,- განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ „დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის დაშლის სცენარებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დადგება, კერძოდ, ბირთვული იარაღის საკითხი, მიგრაციული ნაკადები და შიდა პროცესები რუსეთში. მაგრამ ზოგადად, დასავლეთის ქვეყნებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსეთის ფედერაციის მაქსიმალურ დასუსტებაზე და სამხედრო რეალობას ფრონტზე, რასაც უკრაინელი სამხედროები განსაზღვრავენ“. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას ბევრ დიდ ქვეყანას არ სჯეროდა უკრაინის უნარის, რომ წინააღმდეგობას გაუწევდა რუსეთის შემოჭრას. მისივე თქმით, თავიდან დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ძირითადად საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობით ეხმარებოდნენ, ახლა კი მას უფრო და უფრო თანამედროვე იარაღს აძლევენ. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს დახმარება გაგრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტურია, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირსა და G7 ქვეყნებს, მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ჩინეთთან, აზიისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან ვაჭრობის შესაძლებლობა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი გარდამავალი პერიოდის გამო მხოლოდ ახლა იგრძნობს გასული წლის გაზაფხულზე დაწესებული ზოგიერთი სანქციების გავლენას.   

თურქეთმა ცხრა დასავლური ქვეყნის ელჩები გამოიძახა - Reuters

Reuters-ის ცნობით, თურქეთმა დასავლეთის ცხრა ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატებისა და შვედეთის ელჩები დაიბარა, რათა გაეკრიტიკებინა მათი გადაწყვეტილებები, დროებით დახურონ დიპლომატიური მისიები და გამოსცენ უსაფრთხოების გაფრთხილებები. ეს ფაქტი ევროპაში ყურანის დაწვის ინციდენტებს მოჰყვა. ევროპულმა ქვეყნებმა დაგმეს ხსენებული ინციდენტები, მაგრამ ზოგიერთი ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლების გამოხატვის წესების გამო, მათი აღკვეთა არ შეუძლიათ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროების ცნობით, ანკარაში ასევე გამოიძახეს ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, შვეიცარიისა და ბრიტანეთის ელჩები. გასულ კვირას, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და შეერთებული შტატები იყვნენ მათ შორის, რომლებმაც თავისი მოქალაქეები თურქეთში თავდასხმების გაზრდილი რისკის შესახებ გააფრთხილეს. გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებმაც ამ კვირაში უსაფრთხოების მიზეზების გამო დროებით დახურეს დიპლომატიური მისიები თურქეთში.  „ასეთი აქტივობები მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციების ფარულ დღის წესრიგს ემსახურება“, - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ Reuters-ს. აშშ-ის საელჩომ დაადასტურა, რომ მისი ელჩი, ჯეფრი ფლეიკი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო.   

დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით - ლომჯარია

დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება: მხილება და პასუხისმგებლობის დაწესება კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი პირების მიმართ, – ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. „დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება: მხილება და პასუხისმგებლობის დაწესება კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი პირების მიმართ. იმედია, ეს ასე გაგრძელდება და ქართული პოლიტიკა, „ბიზნესი”, მართლმსაჯულება და სხვა მრავალი სფერო სუფთა ხალხისთვის რადიაციული ველი აღარ იქნება. მე ამ პროცესს ძალიანაც პოზიტიურად ვუყურებ“, – წერს ნინო ლომჯარია.  

პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებაზე არასდროს ყოფილა კითხვის ნიშნები - მინისტრი ხუციშვილი აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე

ჩვენი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა კითხვის ნიშნები, ღონისძიებები, რომელიც საქართველომ გაატარა, არანაირ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს და მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. ელჩი დეგნანი განმარტავს, რაზე გამახვილდა ყურადღება სანქციების კოორდინატორისა და მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეხვედრაზე აშშ-ში „საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ტრადიციულად ძალიან დატვირთულია. ამ დროს იმართება შეხვედრები ჩვენს ყველა პარტნიორთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან. განვიხილავთ მიმდინარე პროექტებს და ხდება შეჯერება სამომავლო გეგმებზე. არცერთი შეხვედრა დახურული არ არის, ყველა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იდება ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. ბუნებრივია, გამონაკლისი არც მიმდინარე წელია. საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და პარტნიორი ქვეყნებიდან. ცალსახად დადებითად შეფასდა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიღწეული შედეგები, რომელიც აღიარებულია უკლებლივ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია მსოფლიოში, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, საბიუჯეტო დეფიციტის მკვეთრი შემცირებით, მთავრობის ვალის დონის (მშპ-თან) შემცირების მასშტაბით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებით და ბოლო თვეებში ინფლაციის დონის შემცირებით. რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ, როგორც ჩანს შეგნებულად, ხორციელდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება ზემოთ აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით. აღნიშნული სიუჟეტები აგებულია სრულად ყალბ ინფორმაციაზე და არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან. როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით არასდროს არ ყოფილა კითხვის ნიშნები. ამ მხრივ, ღონისძიებები, რომელიც საქართველომ გაატარა, არანაირ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს და მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს ყველა შეხვედრაზე. თანამშრომლობის ისეთი მაღალი ხარისხი, რომელიც დღეს არის პარტნიორ ორგანიზაციებთან, აქამდე არასდროს არ ყოფილა. ფინანსთა სამინისტრო ორმხრივ შეხვედრებს აშშ-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან ახორციელებს რეგულარულად, მათ შორის სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო/წლიური შეხვედრების ფორმატში და გამონაკლისი არც მიმდინარე წელია. ყალბი ინფორმაცია დღეს ალბათ არავის უკვირ, თუმცა, მიმდინარე კვირის ფინანსთა სამინისტროს 30-ზე მეტი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი „შეირჩა“ სიყალბის გასავრცელებლად. ამჯერად, ნამდვილად გააოცეთ ყველა სიყალბის მასშტაბით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.  

მოსკოვი დასავლეთის ქვეყნებს აფრთხილებს, „არ შეეცადონ რუსეთში არსებული ვითარების გამოყენებას“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთის ქვეყნებს აფრთხილებს, არ შეეცადონ რუსული არსებული ვითარება ვითარების გამოყენებას, „თავიანთი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად“. მოსკოვის მტკიცებით, ასეთი მცდელობები უშედეგო იქნება და ვერავითარ რეზონანსს ვერ გამოიწვევს ვერც რუსეთში და ვერც საზღვარგარეთ, გონიერ პოლიტიკურ ძალებს შორის. „ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს თავის სუვერენულ კურსს, რათა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, დაიცვას თავისი ღირებულებები, გააძლიეროს თავისი ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე და დაამყაროს სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ამ პრინციპული პოზიციის გააზრებას ჩვენი მოკავშირეებისა და უცხოელი პარტნიორების მიერ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ირანი რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე: შიდა საქმეა შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.