სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4 პროცენტი შეადგინა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული 7.6%
- ხილი და ყურძენი 2.6%
- რძე, ყველი და კვერცხი 2.5%
- პური და პურპროდუქტები 1.3%
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე:
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 2.0%
- ზეთი და ცხიმი 1.9%
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.5 პროცენტიანი მატება, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი 5.3%
- ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება 4.3%
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: მოცემულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი კლება.
შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-2.5 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-1.6 პროცენტი) ჯგუფებზე.