აშშ-ის ჯორჯიის შტატში, მეფრინველეობის საწარმოში თხევადი აზოტის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ინციდენტი კომპანია Foundation Food Group-ის კუთვნილ მეფრინველეობის ფაბრიკაში მოხდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა საწარმოდან 130 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. მოწამლულია ერთი მეხანძრე-მაშველიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად ასევე ჰოსპიტალიზებულია ცხრა ადამიანი. მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციის ინფორმაციით, საწარმოს 5 თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, 1 კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. კლინიკაში რჩება თხევადი აზოტით მოწამლული 11 ადამიანი, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
საწარმოს მფლობელი კომპანიის ინფორმაციით, აზოტმა დაზიანებული სადენიდან გაჟონა. მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.