რუსეთში სამომხმარებლო ფასები იზრდება

სამომხმარებლო ფასების ზრდამ რუსეთში 2022 წლის ბოლოს 11,9% შეადგინა.

რუსული მედიის ცნობით, სურსათზე ფასები საშუალოდ 10,3%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად რძე და რძის პროდუქტები გაძვირდა, სადაც ფასების ზრდამ - 15,2%-ი შეადგინა.

ამასთან, რძის მწარმოებელთა ეროვნული კავშირის მონაცემებით, 2022 წელს რძის წარმოების ღირებულება წინა წელთან შედარებით 7-8%-ით გაიზარდა.

როგორც რუსული მედია წერს, ამ ფონზე მეწარმეებმა, რძის შეფუთვისას, პროდუქტის წონის მითითებისას მანიპულირება დაიწყეს. სადაც მოცულობის ნაცვლად კილოგრამს უთითებენ. 

Prodazhi.rf სერვისის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ გზით მწარმოებლები ცდილობენ დაფარონ პაკეტში საქონლის მოცულობის შემცირება რძის გადამამუშავებელი ქარხნების ძირითადი ნედლეულის ფასის ზრდის ფონზე. მისი მაღალი სიმკვრივის გამო, კილოგრამი რძე დაახლოებით 970 მილილიტრს იკავებს.