თალიბანის დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა და ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, Anadolu ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თავლიბანის დელეგაცია ვლადიმერ პუტინის ავღანეთში სპეციალურ წარმომადგენელს ზამირ კაბულოვს შეხვდა.
”რუსულმა მხარემ მხარი დაუჭირა ავღანეთის მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას, რათა დასრულდეს სისხლიანი სამოქალაქო ომი და შეიქმნას ეფექტური ეროვნული მთავრობა ავღანეთში.” - ნათქვამია განცხადებაში.
თალიბანის წარმომადგენელმა მოჰამად ნაიმმა Twitter-ში დაწერა, რომ თალიბების დელეგაცია, რომელსაც მთავრობასთან მოლაპარკებებში თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენელი, შერ მოჰამად აბას სტანეკზაი ხელმძღვანელობდა, 28 იანვარს შეხვდა ავღანეთის საკითხებში რუსეთის საგანგებო წარმომადგენელს, ზამირ ქაბულოვს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
ნაიმის თქმით, ორმა მხარემ ითათბირა შიდაავღანურ მოლაპარაკებებზე და აშშ-სა და თალიბებს შორის 2020 წელს მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციაზე.