COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 669 ადამიანს დაუდასტურდა, 637 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 21. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 19 311 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 11 681 ანტიგენის, 7 630 კი PCR-ით. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 256 956-ს, გამოჯანმრთელებულთა - 247 096-ს, გარდაცვლილთა კი 3 148-ს შეადგენს.

669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285, აჭარა - 40, იმერეთი - 119, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 23, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

აქტიური შემთხვევა: 6 686, აქედან 2 731 საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 1 375, აჭარაში - 195, იმერეთში - 512.

მძიმე პაციენტები: 610 მათ შორის, თბილისში - 289, აჭარაში - 47, იმერეთში - 146.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 167, აქედან თბილისში - 126, აჭარაში- 2, იმერეთში - 17.

322 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული, მათ შორის 184 - თბილისში, 97 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 3 633 ბინაზე მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 521 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 220, ხოლო აჭარაში - 104. სულ 6 ოქტომბრიდან - 28 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 146 ადამიანი. თვითიზოლაციაშია 17 108, მათ შორის თბილისში - 10 924 პირი, აჭარაში - 831, იმერეთში - 1 498.