ბრიტანული ბრენდი Paul Smith-ი რუსეთს ტოვებს

ბრიტანულმა ძვირადღირებულმა ბრენდმა Paul Smith-მა რუსეთიდან გასვლა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია კვლავ ყიდის თავის პროდუქტებს რუსეთში ფრანჩაიზის პარტნიორის მეშვეობით.

ბრენდმა აღიარა, რომ "შეცდომა" დაუშვა. ამის შესახებ Financial Times იტყობინება.

გაზეთი აღნიშნავს, რომ  Paul Smith-მა რუსეთიდან გასვლის შესახებ თითქმის ერთი წლის შემდეგ გამოაცხადა, მაშ შემდეგ რაც დასავლური ბრენდების უმეტესობამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ვაჭრობა შეწყვიტა. 

რუსეთის ბაზარზე აღარ ვაჭრობს Louis Vuitton-ი, Chanel-ი და Burberry-ი. ამ ბრენდება ბუტიკები დახურეს და რუს პარტნიორებთან ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გაწყვიტეს.