აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტი პეკინში მას შემდეგ გადადოს, რაც აღმოაჩინა ჩინეთის სათვალთვალო აეროსტატი, მონტანას ბირთვული ობიექტების თავზე საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა.
ამის შესახებ Bloomberg-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
ბლინკენი, პეკინში შეხვედრებს მომავალი კვირის დასაწყისში გეგმავდა. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ეს ჩინეთში ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტი უნდა ყოფილიყო.
გამოცემა წერს, რომ ჩინეთმა გადადგა შემრიგებლური ნაბიჯები ინციდენტის მოსაგვარებლად. კერძოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სწუხს, რომ აეროსტატი აშშ-ს საჰაერო სივრცეში მისი კონტროლის მიღმა მოქმედი ძალების გამო მოხვდა“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აეროსტატი კლიმატის კვლევას აწარმოებდა.