ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Tesla-ს ინვესტორთა სარჩელთან დაკავშირებით ამერიკელი მილიარდერი, Tesla-სა და SpaceX-ი დამფუძნებელი ილონ მასკი გაამართლა. ამის შესახებ მასკი Twitter-ზე წერს.
Tesla-ს ინვესტორებმა სასამართლოში უჩივლეს მასკს Twitter-ზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.
"ვაპირებს, Tesla კერძო კომპანიად ვაქციო და მისი აქციები 420 დოლარად გაყიდოს", - აცხადებდა ილონ მასკი.
ამასთან, მასკის განცხადებების დროს კომპანიის აქციის ღირებულება 15%-ით ნაკლები იყო.
მისმა განცხადებამ აქციების ღირებულების 11%-იანი ზრდა, შემდეგ კი გაუფასურება გამოიწვია, რის გამოც მოსარჩელეებს დიდი ზარალი მიადგათ.