თეგი: Tesla

ილონ მასკმა გერმანიაში პირველი ქარხანა ცეკვით გახსნა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა გერმანიაში Tesla-ს პირველი ქარხანა ოფიციალურად გახსნა. ამის შესახებ cnbc წერს. მასკმა 30 მომხმარებელს და მათი ოჯახის წევრებს გერმანიაში დამზადებული Tesla ცეკვით წარუდგინა.  2021 წელს Tesla-მ 930 422 ელექტრომობილი გამოუშვა და 935 172 მანქანა გაყიდა. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებზე თითქმის ორჯერ მაღალია. Forbes ბოლო მონაცემით, ილონ მასკის ქონება $266 მილიარდს აღემატება.

ილონ მასკმა Tesla-ს $6.9 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა

კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა 2022 წლის 5-დან 9 აგვისტომდე კომპანიის 7,9 მილიონი აქცია გაყიდა, რომლის ღირებულებაც $6,9 შეადგენს.  $43 მილიარდად გაყიდვის შესახებ ილონ მასკის შეთავაზებას, Twitter-ი განიხილავს - WSJ Bloomberg-ის ცნობით, ილონ მასკმა კომპანიის აქციები იმ შემთხვევისთვის გაყიდა, თუ Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვა მოუწევს.  თავის ტვიტერზე მასკმა დაწერა, რომ Tesla-ს აქციებს უკან იყიდის, თუ სოციალურ ქსელთან გარიგება საბოლოოდ არ შესრულდება. 8 ივლისს მასკმა Twitter-ის შესყიდვაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ Twitter-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა. ამის შემდეგ Twitter-მა მასკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სოციალურმა ქსელმა მას გარიგების დახურვა მოსთხოვა. გასულ კვირას მასკმა, თავის მხრივ, შემაგებებელი სარჩელი შეიტანა და ბიზნესმენმა გარიგების განახლების პირობა დაასახელა.   

Tesla-მ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის გაყიდვა შეწყვიტა

ამერიკულმა კომპანია Tesla-მ ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის esla Model 3 Long Range-ის გაყიდვა შეწყვიტა. 12 აგვისტოდან ელექტრომობილი Tesla Model 3 Long Range ავტომწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე დროებით მიუწვდომელია. შეკვეთის ღილაკი არააქტიურია. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მანქანის შეძენა მხოლოდ მომავალ წელს იქნება შესაძლებელი. ეს გამოწვეულია ავტომობილზე სუპერ მაღალი მოთხოვნით, რომელიც წარმოების შესაძლებლობებს აღემატება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, Tesla-ს ზოგიერთი მოდელის წარმოების დაპაუზება ჯერ კიდევ მაისში იწინასწარმეტყველა.  

Tesla-მ პირველი ელექტრო სატვირთო მანქანა Semi-ის წარმოება დაასრულა

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, მოდელის პრემიერიდან ხუთი წლის შემდეგ, ელექტრო სატვირთო მანქანა Tesla Semi-ს წარმოება დაასრულა და პირველი მოდელები მომხმარებლებს გადასცა.   ნევადაში, Tesla-ს ქარხანაში გამართულ ღონისძიებაზე, ილონ მასკმა თქვა, რომ ბრენდის პირველი ელექტრო სატვირთო მანქანა შეამცირებს გამონაბოლქვს გზებზე, ასევე გადააჭარბებს დიზელის არსებულ მოდელებს სიმძლავრისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთან, Tesla-ს ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა არც სიმძლავრე, არც სატვირთო მანქანის ტევადობა და არც ფასი. PepsiCo გახდა Tesla Semi-ის პირველი მსხვილი მყიდველი. ჯერ კიდევ 2017 წელს გამაგრილებელი სასმელებისა და საკვების ცნობილმა მწარმოებელმა Tesla-ს შეუკვეთა 100 ელექტრო სატვირთო მანქანა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Tesla 2022 წლის ბოლომდე 100 ელექტრო სატვირთო მანქანის წარმოებას შეძლებს. ილონ მასკმა კი თქვა, რომ 2024 წელს მისი კომპანია 50 000 სატვირთო მანქანის წარმოებას შეეცდება.  

Tesla-ს საბაზრო ღირებულება ერთ კვირაში $85 მილიარდით დაეცა

Financial Times-ის ცნობით, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია გასული კვირის განმავლობაში $85 მილიარდით შემცირდა და $400 მილიარდზე ქვემოთ დაეცა.  ილონ მასკის მიერ დაფუძნებული ელექტრომანქანების მწარმოებელი, ახლა უფრო ნაკლები ღირს ვიდრე ExxonMobil-ი, ნავთობკომპანია, რომელიც აწარმოებს საწვავს შიდა წვის ძრავების მანქანებისთვის. ვაჭრობის დახურვისას, პარასკევს, 23 დეკემბერს, Tesla-ს აქციები $123,15 ღირდა, რაც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია. ამავდროულად, Tesla-ს აქციები მხოლოდ ამ კვირაში 18%-ით დაეცა - ეს არის ყველაზე ცუდი ყოველკვირეული შედეგი 2020 წლის მარტის შემდეგ, როდესაც პანდემია გამოცხადდა, - აღნიშნავს გაზეთი. წლის დასაწყისში Tesla-ს კაპიტალიზაცია $1.2 ტრილიონი იყო. მას შემდეგ მისი კაპიტალიზაცია $800 მილიარდზე მეტით შემცირდა, - ეს შედარებულია S&P 500 ინდექსის 80-ზე მეტი ყველაზე პატარა კომპანიის მთლიან საბაზრო ღირებულებასთან, წერს FT, S&P Global Market-ის მონაცემებზე დაყრდნობით.  FT-ის ცნობით, Tesla-ს აქციების ფასზე ზეწოლა განხორციელდა ილონ მასკის გადაწყვეტილებით, გაეყიდა კომპანიის აქციები Twitter-ის შესყიდვის დასაფინანსებლად, ასევე გავლენა მოახდინა ინვესტორების მზარდმა შეშფოთებამ ელექტრომობილების გაყიდვის პერსპექტივის შესახებ.  

Tesla, შანხაის ქარხანაში წარმოებას აჩერებს

Tesla, შანხაის ქარხანაში დეკემბრის ბოლო კვირაში წარმოეას აჩერებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. Tesla-ს საბაზრო ღირებულება ერთ კვირაში $85 მილიარდით დაეცა კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც COVID-19 ინფექცირების მაჩვენებელი გაიზარდა, რადგან ჩინეთში COVID19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები შერბილდა. ელექტრომობილების გიგანტი გეგმავს შეაჩეროს Model Y წარმოება ქარხანაში 25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, რადგან ქარხნის მუშები და მისი მომწოდებლები ავადდებიან COVID19-ის ახალი ტალღის ფარგლებში.   

ილონ მასკმა 2022 წელს $140 მილიარდი დაკარგა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა

წლის დასაწყისიდან Tesla-ს აქციები 68%-ით დაეცა, რის შედეგადაც, კომპანიის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა დაახლოებით, $140 მილიარდი დაკარგა. ამის მიუხედავად, მსოფლიოში მეორე უმდიდრეს ადამიანად რჩება. Businessinsider-ის ინფორმაციით, მასკის ქონება მიმდინარე წლის დასაწყისში 300 მილიარდი დოლარი იყო და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ლიდერობდა, თუმცა ამ თანხის ნახევარზე მეტი, მათ შორის Tesla-ს აქციების ვარდნის გამო დაკარგა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 2022 წლის 28 დეკემბრის მონაცემებით, მასკის ქონება ახლა $130 მილიარდს შეადგენს, რაც წლის დასაწყისში არსებულის ნახევარზე ნაკლებია. ოქტომბრის ბოლოს მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად იყიდა, რის შემდეგაც, Tesla-ს აქციების ფასი 50%-ით შემცირდა. Bloomberg-ის თანახმად, მასკის ყველაზე ძვირფასი აქტივია SpaceX. მისი წილი ამ კომპანიაში დაახლოებით 47 მილიარდი დოლარია. მასკის წილი Tesla-ში დღემდე დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს შეადგენს. Twitter, მასკის შემდეგი ყველაზე ძვირფასი აქტივი, Bloomberg-ის მიერ 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მასკი ასევე ფლობს წილს The Boring Company-ში, რომელიც Bloomberg-მა 3,3 მილიარდ დოლარად შეაფასა. ამ შეფასებით, გამოდის, რომ მასკის ქონება დაახლოებით $138,3 მილიარდი უნდა იყოს. ცნობისთვის, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის, ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარდ არნო პირველ ადგილზეა.

Bloomberg: ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც $200 მილიარდი დაკარგა

SpaceX-ის, Tesla-ს და Twitter-ის მფლობელი მილიარდერი, ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც 200 მილიარდი დოლარი დაკარგა, იტყობინება Bloomberg. მისმა ქონებამ 340 მილიარდ დოლარამდე 2021 წლის 4 ნოემბრისთვის მიაღწია. ამით ის გახდა მეორე ადამიანი მსოფლიოში ჯეფ ბეზოსის შემდეგ, რომელმაც 200 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა. ილონ მასკმა 2022 წელს $140 მილიარდი დაკარგა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - forbes მასკის სიმდიდრის მკვეთრი ვარდნა 2022 წლის ბოლო კვირებში Tesla-ს აქციების დაცემით არის გამოწვეული, მათ შორის 11%-იანი ვარდნა სამშაბათს, 27 დეკემბერს.  

Tesla-მ ბაზარზე ბოლო სამ თვეში, პროგნოზირებულზე ნაკლები მანქანა გამოუშვა

Tesla-მ 2022 წლის ბოლო სამ თვეში უფრო ნაკლები ავტომობილი გამოუშვა, ვიდრე გასულ კვარტალში ანალიტიკოსები ელოდნენ. ბოლო სამი თვის განმავლობაში, კომპანიამ 405,278 მანქანა გამოუშვა, რაც საშუალო მონაცემზე (420.760 ავტომობილი) დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გასულ წელს ორი ახალი ამწყობი ქარხანა, მაინც ვერ მიაღწია მიზანს, რომ მიწოდება 50%-ით გაეზარდა.  ილონ მასკმა Tesla-სთვის ეპიკური წელი იწინასწარმეტყველა, თუმცა შემდეგ Tesla-ს მოდელებზე $7 500 ფასდაკლება გამოაცხადა.  ჯამში, კომპანიამ 2022 წელს ავტომობილების მიწოდება ბაზარზე 40%-ით 1,31 მილიონამდე გაზარდა, ხოლო წარმოება 47%-ით 1,37 მილიონამდე.  

Tesla თურქეთის ბაზარზე შესვლის საკითხს განიხილავს

ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla-ს სურს, თურქეთის ბაზარზე შევიდეს, ხოლო თურქეთის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა ელექტრომობილების გიგანტისგან, განაცხადა  ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა თურქული მედიის ცნობით. მისი თქმით, კომპანია ამჟამად თავისი გავლენის გაფართოებას მთელ მსოფლიოში ცდილობს. „თურქეთს აქვს ძალიან სერიოზული სტიმულირების სისტემა, განსაკუთრებით ინვესტიციების და კვლევისა და განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვამბობთ, მობრძანდით, ისარგებლეთ ამით და ჩადეთ ინვესტიცია“, - განაცხადა მინისტრმა.  ვარანკი, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ში იმყოფებოდა მსოფლიოში ყველაზე დიდ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე - CES 2023, ასევე ეწვია Tesla's Fremont Factory-ს, კალიფორნიის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოო ქარხანას და კომპანიის მიერ შემუშავებული მანქანებისა და წარმოების მოდელის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ქარხანაში ვიზიტის დროს მან კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.    

ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაამართლა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Tesla-ს ინვესტორთა სარჩელთან დაკავშირებით ამერიკელი მილიარდერი, Tesla-სა და SpaceX-ი დამფუძნებელი ილონ მასკი გაამართლა. ამის შესახებ მასკი Twitter-ზე წერს. Tesla-ს ინვესტორებმა სასამართლოში უჩივლეს მასკს Twitter-ზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. "ვაპირებს, Tesla კერძო კომპანიად ვაქციო და მისი აქციები 420 დოლარად გაყიდოს", - აცხადებდა ილონ მასკი. ამასთან, მასკის განცხადებების დროს კომპანიის აქციის ღირებულება 15%-ით ნაკლები იყო. მისმა განცხადებამ აქციების ღირებულების 11%-იანი ზრდა, შემდეგ კი გაუფასურება გამოიწვია, რის გამოც მოსარჩელეებს დიდი ზარალი მიადგათ.  

ერდოღანმა მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენება სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, სთხოვა, თურქეთში Tesla-ს ქარხანა ააშენოს. Reuters-ი თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით წერს, რომ მასკის თქმით, Tesla-სთან უკვე ბევრი თურქი მომწოდებელი მუშაობს და თურქეთი მისი შემდეგი ქარხნის ასაშენებლად ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატია. ერდოღანმა მასკი სექტემბრის ბოლოს იზმირში დაგეგმილ კოსმოსურ და ტექნოლოგიების ფესტივალ Teknofest-ზე დასასწრებად მიიწვია და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეს მიწვევა მიიღო. ცნობისთვის, ილონ მასკმა მაისში განაცხადა, რომ კომპანია ახალი ქარხნისთვის ადგილს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე შეარჩევს. Tesla-ს ამჟამად ექვსი ქარხანა აქვს და მეშვიდეს მექსიკაში აშენებს.