ზედიზედ მესამედ, ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს. პრეზიდენტის არჩევნები ყრილობის ბოლოს გაიმართა, სადაც კანდიდატი მხოლოდ ლევან კობიაშვილი იყო.

ამასთან, ყრილობაზე 31 დელეგატიდან 28 გამოცხადდა.

ყრილობის დელეგატებმა მოისმინეს სფფ-ის პრეზიდენტის, აღმასრულებელი კომიტეტისა და ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, დაამტკიცეს ბიუჯეტი, სფფ-ის წესდებაში ცვლილებები შეიტანეს, დამოუკიდებელი აუდიტი დანიშნეს და ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები აირჩიეს.

ცნობისთვის, ლევან კობიაშვილს პირველად ნდობა 2015 წლის 3 ოქტომბერს გამოუცხადეს, მეორედ – 2019 წლის  15 თებერვალს.