რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში მდებარე ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე, Matei Bals-ის ჰოსპიტალში გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევისას, 102 პაციენტის ევაკუაცია გახდა საჭირო.
როგორც საავადმყოფოს მენეჯერმა განაცხადა, საავადმყოფოს შენობა 1953 წელს არის აშენებული და ის ახლა მთლიანად გარემონტდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.