ჩილეს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში მძვინვარე ტყის ხანძრებს უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაურისიო ტაპიამ განაცხადა.
"ამ ეტაპზე სხვადასხვა ოლქებში ტყის ხანძრების 50-ზე მეტი კერა ფიქსირდება, სრულად განადგურებულია 45000 ჰექტარზე მეტი ტყე", - განაცხადა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი, ასობით სახლი კი სრულად დაიწვა.