პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ 4 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
კოშტამ განაცხადა, რომ პორტუგალია ამჟამად გერმანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას ნაწილების მოძიებისთვის, რომლებიც პორტუგალიის არსენალში არსებული Leopard-ის ტიპის რამდენიმე ტანკის შესაკეთებლადაა საჭირო.
„არ ვიცი რამდენი ტანკი გაიგზავნება, ამას შესაბამის დროს გამოვაცხადებთ" - თქვა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისათვის, პორტუგალიის არმია 37 Leopard 2A6 ტიპის ტანკს ფლობს, რომელიც გერმანული ტანკის ერთ-ერთი თანამედროვე მოდიფიკაციაა.