კანადიდან უკრაინაში პირველი ლეოპარდები გაიგზავნა.
ინფორმაციასა და ფოტოებს Twitter-ზე კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი ავრცელებს.
„კანადა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ“, წერს ანიტა ანანდი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ კანადამ უკრაინისთვის 4 ერთეული Leopard-2-ის ტიპის ტანკების გაგზავნაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ 26 იანვარს განაცხადა.