აშშ-ის სამხედროებმა ქვეყნის სანაპიროსთან ჩინეთის კუთვნილი აეროსტატი ჩამოაგდეს, რომელიც ამერიკის საჰაერო სივრცეში გუშინ გამოჩნდა, იუწყება AP.
გამოცემა წერს, რომ ახლა ნამსხვრევების შეგროვების ოპერაცია მიმდინარეობს.
ეს ინფორმაცია Fox News-მა დაადასტურა და დაამატა, რომ მოწყობილობა სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან ჩამოაგდეს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სათვალთვალო აეროსტატი, აშშ-ის მონტანას ბირთვულ ობიექტების თავზე საჰაერო სივრცეში 3 თებერვალს დაფიქსირდა.
Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთმა გადადგა შემრიგებლური ნაბიჯები ინციდენტის მოსაგვარებლად. კერძოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სწუხს, რომ აეროსტატი აშშ-ის საჰაერო სივრცეში მისი კონტროლის მიღმა მოქმედი ძალების გამო მოხვდა“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აეროსტატი კლიმატის კვლევას აწარმოებდა.