„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი „კონცენტრირებულია იმაზე, რომ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვითმა სამხედრო აღჭურვილობამ ფრონტის ხაზზე რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს“, - ამის შესახებ ნათქვამია სუნაკის ოფისის პრესრელიზში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.
14 იანვარს სუნაკმა გამოაცხადა 14 ჩელენჯერ 2 ტანკის მიწოდების შესახებ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი.
„ამ ძალისხმევის ფარგლებში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე დაიწყეს წვრთნა „ჩელენჯერ 2-ის“ ტიპის ტანკებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.