ჩინეთი „სადაზვერვო ბუშტის“ ჩამოგდებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ „იტოვებს უფლებას, გამოიყენოს საჭირო საშუალებები მსგავს სიტუაციებში“. შესაბამისი განცხადება CNN-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა.
აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინეთის ბუშტი ჩამოაგდეს.
ბუშტის ნაშთები FBI-ის ლაბორატორიაში, ვირჯინიის შტატში, FBI-ის ექსპერტებისა და სადაზვერვო სააგენტოების ანალიზისთვის გადაიტანეს, აცხადებენ ოფიციალური პირები.
ტაივანმაც გამოთქვა აზრი ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ინციდენტი „არ უნდა დარჩეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აეროსტატი კლიმატის კვლევას აწარმოებდა. ამის გამო, მეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.