პარიზში ძიუდოს გრან სლემზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ლუკა მაისურაძემ (90კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გუშინ კი, ლაშა შავდათუაშვილმა 2022 წლის შედეგი გაიმეორა და პარიზის გრან სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრან სლემზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.