„საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR-ტესტით და 8-დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით, კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ. ამ შემთხვევაში, ისინი თავისუფლდებიან თვითიზოლაციიდან", - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საქართველოში შემოსვლისას, ნეგატიური PCR-ტესტი არ ექნებათ, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება. ამ ნაწილში, ჩვენ ევროპის სტანდარტებს მივყვებით“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
აქამდე მოქმედი წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოდიან ნეგატიური PCR-ტესტით და ამ შემთხვევაში, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან ან, თუ ნეგატიური PCR-ტესტი არ აქვთ, 12-დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან.
1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება.
ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან.