თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ცხელი ხაზი მოქმედებს

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ცხელ ხაზს მიმართონ.

საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280
📞 გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400
📞 გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226