მიხეილ სააკაშვილი: ვერაფერი გამტეხს

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას „ვივამედის“ კლინიკიდან გამოეხმაურა.

„მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!“, - აღნიშნულია სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

განახლება

მოგვიანებით, ექსპრეზიდენტის Facebook გვერდზე მორიგი განცხადება გავრცელდა. ინგლისურ ენაზე განთავსებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი.

„ახლა მე ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი მივიღე და დავრჩები ციხეში ჩემი ლეტალური დაავადებებით სასამართლოს იმ ვერდიქტის მიხედვით, რომელსაც, რუსეთის გარდა, მსოფლიოში არავინ აღიარებს. შემთხვევითი არ არის, რომ ლავროვმა საქართველოს მთავრობა რამდენჯერმე შეაქო გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში და, ამავე დროს, მე დამესხა თავს“, - აღნიშნავს სააკაშვილი.