Europetime-თან სახელმწიფო დეპარტამენშტი განაცხადეს, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეს. ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც დეპარტამენტის მხრიდან გაკეთდა მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის (მიხეილ სააკაშვილის, რედ.) საქმეს.
მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებებსა და შეფასებებს, და მათი ბოლო ვიზიტის მდგომარეობით, ისინი კვლავ შეშფოთებულნი არიან, რომ ბატონი სააკაშვილი არ იღებს მისთვის საჭირო ზრუნვას“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა Europetime-ს.