პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავს.
მისივე თქმით, პარლამენტში პარტია საპარლამენტო საქმიანობას სრულად წყვეტს.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პროტესტის მძიმე ფორმებზე პარტია კონსულტაციებს ასევე გამართავს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთანაც.
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდმომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 6 თებერვალს განაცხადა.
7 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.