სირიის ქალაქ რაჯოში მიწისძვრის შემდეგ სულ მცირე, 20 რადიკალი ჯიჰადისტი ციხიდან გაიქცა.
როგორც ცნობილია, მიწისძვრის შემდეგ პატიმრებმა ამბოხი დაიწყეს და ციხის ნაწილზე კონტროლი დაამყარეს.
ქალაქი რაჯო თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, რომლის ციხეში 2 000 პატიმარია, მათ შორის 1 300 ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი.