დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, covid-19-ის დამარცხებამდე სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და სამედიცინო სფერომ ერთობლივად უნდა იმოქმედონ, რათ ვირუსთან ადაპტირება შეძლონ.
ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც ითქვა, ადაპტაციის ანუ თანაცხოვრების ფაზა კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად კიდევ სულ მცირე ერთი წელი მაინც უნდა გავიაროთ. ამ 8 თვის განმავლობაში რადიკალური გარღვევა კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს არ ჰქონია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გარღვევა იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა 2020 წლის ბოლოს იქნება მზად.