American Airlines-ის თანამშრომლებმა პირბადის არასწორად გაკეთებისთვის ოჯახის 20 წევრი რეისიდან ჩამოსვეს

ჰავაიში მიმავალ რეისზე, American Airlines-ის თანამშრომლებმა პირბადის არასწორად გაკეთებისთვის ოჯახის 20 წევრი რეისიდან ჩამოსვეს.

ოცსულიანი ოჯახის ერთ-ერთ წევრს საკუთარი ადგილის დაკავებისას ცხვირიდან ნიღაბი ჩამოძვრა და მხოლოდ პირს უფარავდა, რაც ეკიპაჟის წევრმა შენიშნა და ოჯახს თვითმფრინავის დატოვება მოსთხოვა.

მგზავრის, სკოტ უილსონის თქმით, ავიაკომპანიის თანამშრომელი მასთან მივიდა და უთხრა, რომ მათ თვითმფრინავი უნდა დაეტოვებინათ, თუმცა მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ უნდა მოეხსნათ რეისიდან ოჯახი, რადგან პრეტენზია არავის გამოუთქვამს.

„რამდენიმე მგზავრმა მხარი დაგვიჭირა და თქვა,რომ აბსურდული მიზეზის გამო ოჯახი არ უნდა მოეხნსათ რეისიდან", - ამბობს უილსონი.

საბოლოოდ, მათ მაინც მოუწიათ თვითმფრინავიდა ჩამოსვლა, რის შემდეგაც სხვადასხვა ავიარეისის საშუალებით დალასისკენ გაფრინდნენ.