თურქული პირველი ლიგის კლუბ „მალათიასპორის“ მეკარე აჰმედ ეიუპ თურქასლანი მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა.
თურქასლანი 28 წლის იყო.
- „ჩვენი მეკარე ნანგრევების ქვეშ დაიღუპა. მშვიდად განისვენე, ჩვენ არასდროს დაგივიწყებთ“.
თურქეთის 10 პროვინციაში 3,500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 22,000-ზე მეტი დაშავდა.