თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის საელჩო თბილისში ნივთებს შეაგროვებს

თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, საელჩოს კოორდინაციით მოხდება საჭირო ნივთების შეგროვება და მათი თურქეთში ტრანსპორტირება. შესაბამის ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

დიპლომატიური წარმომადგენლობა მოთხოვნადი ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს და წერს, რომ მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული.
- ქურთუკი-პალტო
- საწვიმარი
-ჯამპერი
- ხელთათმანი
- შარფი - კაშნე
- ბერეტი
- წინდა
- საბანი
- საძილე ტომარა
- საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
- ბავშვთა კვება
- ბავშვის საფენები
- დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
- ქალის ჰიგიენური პაკეტები

საელჩოს ცნობით, მსურველებს შეუძლიათ, დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე.

1- თურქეთის საელჩო
ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი
Embassy.tbilisi@mfa.gov.tr
ბელიზ თურფჩუ: 511 130 198
ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560

2- GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი
gurtiad@gurtiad.ge
მერთ იუმუშაქერი: 577 562 000

3- MÜSİAD
ი. ჭავჭავაძის პრ. #37
Musiadtbilisi@hotmail.com
ხათუნა: 557 505 946

4- შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი
ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი
ისა ალთუნი: 577 562 007

თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში მიწისძვრის შედეგად 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის საქართველოს ორი მოქალაქე.